ნინო ლოჯმარია – დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს

Read Time:30 Second

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით აშანტაჟებენ.

როგორც ლომჯარიამ განაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატს ამავე პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს.

„სახალხო დამცველისთვის რამდენიმე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ჩვენ დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენებით შანტაჟს. ეს პირები არ არიან მზად, ამის თაობაზე საჯაროდ ისაუბრონ, თუმცა ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა შსს-სთან და მზად ვართ, მათი სურვილის შემთხვევაში, დავეხმაროთ ამ ფაქტების ეფექტურად გამოძიებაში და უზრუნველვყოთ კონფიდენციალურობა. ძალიან საგანგაშოა ასეთი ფაქტები და იმედს გამოვთქვამ, ყველა სავარაუდო დაზარებული მიმართავს გამოძიებას, ხოლო გამოძიება იქნება ობიექტური“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი – 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის მოქალაქეების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია
Next post გიორგი გახარია: წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის