ნინო ლაცაბიძე ოპოზიციაზე: რუსთავის პრობლემებს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ. თუმცა, ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, რა რესურსით უნდა გავაორმაგოთ ბიუჯეტი

Read Time:43 Second

რუსთავის საკრებულო ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს.

საკრებულოს უმრავლესობაში, რომელსაც ოპოზიცია წარმოადგენს, განმარტავენ, რომ თუ მათი შენიშვნები დოკუმენტში არ აისახება, მეორე განხილვაზეც არ დაამტკიცებენ.

რუსთავის მერიასა და „ქართული ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპონენტების შენიშვნები არაკვალიფიციური და პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ჩვენ ვთხოვდით, ეთქვათ, რატომ არ იღებდნენ დოკუმენტს. მათ თქვეს, რომ ამ ყველაფერს წერილობით გამოაგზავნიდნენ. რუსთავის მერიაში მოვიდა წერილი – ეს დოკუმენტი ჩემი აზრით არის სამარცხვინო იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელფასს იღებს ქალაქის ბიუჯეტიდან. იმის მაგივრად, რომ მუშაობდნენ ასეთ სურვილებს წერენ. ჩამოწერილია ყველა მიმართულება, ქალაქში თუ რამე არსებობს. ამ პრობლემებს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცნობთ. თუმცა, ერთი სიტყვა არ არის ნახსენები, რა თანხით, რა რესურსით უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ბიუჯეტი. ამის სურვილი მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ რეალისტები. ვმუშაობთ იმაზე, რომ დამატებითი რესურსები მოვიძიოთ.

ბიუჯეტის ჩაგდებისა და დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ქალაქი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება და ჩვენს მიერ დაწყებული პროექტები შეჩერდება“, – გააცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
Next post თაკო ჩარკვიანი – მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო რინგზე, რაც უხერხულია