ნინო ბურჯანაძე: ჩვენი გეგმა ქვეყნის გადარჩენაა

Read Time:29 Second

ოპოზიცია აცხადებს თავის სამოქმედო გეგმას, იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეკრების შემდეგ.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქუჩაში გამოსვლისკენ.

„რა თქმა უნდა, მეგობრები ეცდებიან ჩვენ დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, მის შედეგებს არ ვეგუებით და რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველო საკუთარ ბოსტნად გადააქციოს. საქართველოს მოსახლეობა, ადამიანები, რომელთაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, რომელთა წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს, რომ საქართველო არაა ბოსტანი“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, მივაღწიოთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას
Next post მამუკა მდინარაძე: ჩვენი კომპრომისული წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე