მარტი 29, 2024
0 0
Read Time:57 Second

გაუთავებელი ჩანაწერები, დაბრალებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მოვიდა. ეს არის ტიპიური ჩეკისტური მეთოდი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდია რევოლუცია და ერთპიროვნული ავტორიტარული რეჟიმის დამყარება.

„მათ სხვა არ იციან, არც ტვინი, მორალი და გონიერება ჰყოფნით. სახელმწიფოსა და პარლამენტის ვალია საზოგადოება დაიცვას მედიაფსიქოლოგიური ტერორისგან. მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, მაუწყებლობის შესახებ კანონი დევს პარლამენტში, დღესვე ამოიღონ ეს კანონი და სასწრაფოდ მისი განხილვა დაიწყონ, რადგან ეს კანონი არის მოცემულობა, ჩვენი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც არის გაკეთებული სპეციალისტებისა და ჩვენი მარეგულირებელი კომისიისა და ეს ჩარჩო არის ასოცირების ქვეყნებთან გაკეთებული. ახლა უკვე ევროკავშირს ახალი აქვს წევრებთან. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ წელს ჩვენი ქვეყანა უნდა წარვადგინოთ როგორც სრულუფლებიანი წევრი, ეს კანონი ძალაში უნდა შევიდეს. სხვანაირად ეს პრობლემა არ გვარდება. ეს არის საზოგადოებაზე მედიაფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც კანონით უნდა მოგვარდეს. მიყურადებაზე, თვალთვალზე უნდა გამკაცრდეს კანონი. მთელი ცივილური სამყარო შეთანხმდა, რომ ეს არის უზნეობა. ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა არის მიუღებელი საქციელი.

ამაზე ამაზრზენი რა უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკური ინტერესებისთვის შვილებს იყენებდნენ. არასრულწლოვან შვილებს, სხვა მათ არაფერი შეუძლიათ. მათი პრობლემა ივანიშვილი და ოცნება კი არ არის, მათი პრობლემა არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები