ნიკოლოზ სამხარაძე: საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მოგვარდება

Read Time:47 Second

რეგლამენტი დარღვეული არ არის, რეგლამენტით ამ თემაზე იმ ვადებით და პროცედურებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგაზაფხულო სესიაზე, შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვალში იწყება და როცა გაიხსნება, მივუბრუნდებით ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსთან“ იყო განსხვავებული ვითარება, სიიდან გარკვეულმა დეპუტატებმა, რომლებიც არ იყვნენ ჩახსნილი, გამოხატეს მზაობა პარლამენტში ადგილმონაცვლეობის. ამ შემთხვევაში განხილვა მოხდა შედარებით ადრე, ვიდრე ამას წესები და პროცედურები მოითხოვს და ვადებში არის გაწერილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთანავე, როგორც სამხარაძემ განაცხადა, თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხი განხილვის საგანი აღარ იქნება.

„იმედი მაქვს, მოლაპარაკების პროცედურა დასრულდება, რადგან ეს ოპოზიციის ინტერესშიც არის. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დრო ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ისინი არ არიან ჩართული საკანონმდებლო პროცესში და ხდება მათი მარგინალიზაცია. შესაბამისად, თუ ისინი უფრო მალე შემოვლენ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი საერთოდ აღარ იქნება განხილვის თემა. ვიმედოვნებ, თებერვლამდე, ვიდრე საგაზაფხულო სესია დაიწყება, ეს საკითხი მოგვარებული იქნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი: ველოდებით მორიგი რაუნდის ჩანიშვნას, მთავარია, რომ ხელისუფლება მოვიდეს რაციონალური წინადადებით
Next post ირაკლი ბერაია: ძალიან საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა, როდესაც ისინი სხვას უწესებენ საგარეო პოლიტიკურ სტანდარტებს და თავად ვერ წარმოუდგენიათ რუსეთის გარეშე ცხოვრება