ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს: ვარ თუ არა პოლიტპატიმარი? – “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ

Read Time:57 Second

როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ. – ასე მიმართავს მსჯავრდადებული ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახალხო დამცველობის კანდიდატს, ლევან იოსელიანს.

“როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ:Levan Ioseliani, როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ. თან “პოლიტ” თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო :))Tamuna Kordzaia, მოვისმინე შენი პოზიცია ლევანთან დაკავშირებით და თუ პასუხი ვერ მივიღე, შენ უნდა მომიპოვო რამენაირადუნდა გამიგო, ჩემთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული. ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო. ასე რომ, ამ ვითარებაში, სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა. შენ რომ ამის არ გეშინია, ვიცი. ხოდა, დამეხმარე იმის გარკვევაში, რა მელოდება” – წერს ნიკა გვარამია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მეასედ ვიმეორებ, ამის დავიწყება თავზე ხელის გადასმას ნიშნავს „ნაცებისთვის“, მაგალითად, „ისკანდერის“ ნაწილი რომ დამალეს
Next post მამუკა მდინარაძე: ამ ბოლო დროს გახშირდა ძალიან: „ამ თემის განხილვა არის რუსული, იმ თემს განხილვა არის რუსული და ეს არის დასავლური”, რომ საუბარი აგიკრძალონ რაღაც თემაზე?! ტაბუ დაადონ რაღაც თემას?!