აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 5 Second

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გადაცემა P.S.-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ილაპარაკა. გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ის ეთიკის საბჭომ გადაწყვიტა გაბუნიას საყვედური გამოუცხადოს, ვინაიდან მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს.

ამასთან, გვარამიამ არხის მაყურებელს, ვისი რელიგიური გრძნობებიც გიორგი გაბუნიას სიტყვებით შეილახა, ბოდიში მოუხადა.

“ამ მორწმუნეებში არ ვგულისმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არ განიხილებიან ქრისტიანებად. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, თავისთავად ცხადია ამ ადამიანებს არ ვგულისხმობ. დღეს დილიდან „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადებების გამო და ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებულური ეკლესიის საკუთრება, იგი არის ყველა ქრისტიანული კონფესიის საკუთრება და მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ლახავს ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრის პირად რელიგიურ გრძნობებს. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს, აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორგანიზაციაში მოხდა ამგვარი განცხადებების განხილვა. ეხებოდა ეს სხვა რელიგიურ მიმართულებებსაც, მათ შორის, არა მხოლოდ ქრისტიანულს და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები