აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 13 Second
  • ბისკვიტი:
  • ფქვილი – 40 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი – 60 გ
  • კაკაო – 2 ს/კ
  • გამდნარი კარაქი – 1 ს/კ
  • გამაფხვიერებელი – 1/3 ჩ/კ
  • თეთრი მუსისთვის:
  • ნაღები – 33 %, 200 მლ
  • მასკარპონე – 500 გ
  • ჟელატინი – 3 ჩ/კ
  • შაქრის პუდრა – 100 გ
  • წყალი – 100 მლ
  • ლიქიორი – ნებისმიერი, 3 ს/კ
  • ჟოლოს ჟელე:
  • ჟოლო – 500 გ
  • შაქარი – 4 ს/კ
  • წყალი – 100 მლ
  • ჟელატინი – 3 ჩ/კ
  • დასანამად:
  • ჟოლოს მურაბის წვენი – 100 მლ
  • წყალი – 2 ს/კ
  • მოსართავად: – ჟოლო, პიტნა, შოკოლადი
მომზადების წესები
მომზადება:
დაალბეთ ჟელატინი წყალში შეფუთვაზე მითითებული წესით. ჟოლო და შაქარი ათქვიფეთ ბლენდერით, შემდეგ კი გაატარეთ საცერში. დამბალი ჟელატინი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ძალიან დაბალ ცეცხლზე ისე, რომ არ აადუღოთ. შეურიეთ ჟოლოს წვენს. გადაიტანეთ სუფლე მრგვალ 12 სმ დიამეტრის ფორმაში და შედგით მაცივარში სანამ ბოლომდე არ გამაგრდება.
ბისკვიტისთვის: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის მასას. დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. გადაიტენეთ ცომი კარაქწასმულ 16-18 სმ დიამეტრის ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და გააცივეთ ცხაურზე.
მუსისთვის: ჟელატინი დაალბეთ შეფუთვაზე მითითებული წესით. ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები, შაქრის პუდრა და ლიქიორი დაბალი სიჩქარეით. ჟელატინი შეათბეთ და შეურიეთ მუსს ნელ-ნელა.
ახლა ააწყვეთ ტორტი: დასაშლელი ფორმის ძირში დადეთ დანამული ბისკვიტი, ზემოდან გაანაწილეთ მუსის ნახევარი. შედგით რამდენიმე საათით მაცივარში, სანამ მუსი არ შედგება. გადმოიღეთ ფორმიდან გაყინული ჟოლოს ჟელე და დაადეთ გამაგრებულ მუსს, ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი მუსი და შედგით მთელი ღამით მაცივარში. მორთეთ სურვილისამებრ: ცოცხალი ჟოლოთი, პიტნითა და შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები