ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს

Read Time:1 Minute, 4 Second

ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებულ  მალხაზ კობაურთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს.

სასჯელის განსაზღვრის სხდომა გორის სასამართლოში 27 მარტს ჩაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით,მალხაზ კობაურს ბრალად სამი პირის განზრახ მკვლელობა ედება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე. მალხაზ კობაურის ადვოკატის განმარტებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და ბრალდების მხარე ვერსიებზე და ვარაუდებზე აპელირებდა. უფლებადამცველის მტკიცებით, საქმეში პროცესუალური დარღვევები იყო. თავის მხრივ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ კობაურის ოჯახის წევრები.

საქმის განხილვის ნაფიც მსაჯულებისთვის გადაცემა თავად ბრალდებულის ადვოკატებმა მოითხოვეს.

2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 2018 წლის 11 ივლისს მას წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები შეაფასა
Next post “დრო მოვა და ერთად ვიქნებით…მამ …მიყვარხარ და გემშვიდობები… შეხვედრამდე”-ნინი ბადურაშვილი მამას ემშვიდობება