ნატო: რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს

Read Time:40 Second

ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია, რომელიც მილიარდი ადამიანის თავისუფლებას, ჩვენი ტერიტორიის მთლიანობასა და ჩვენი ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი.

„ნატო თავდაცვითი ალიანსია და არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება. უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ნატოს შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს, რასაც საფუძვლად უდევს შვიდი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების ზრდა, უფრო ქმედითი და მომზადებული ძალები და პარტნიორებთან უფრო ღრმა ურთიერთობები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ალიანსი ადაპტირებას განაგრძობს.

„ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველანაირი ფორმითა და გამოვლინებით ყველას გვემუქრება. აგრესიული და ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსის მუშაობა 01:00 საათამდე იქნება დაშვებული
Next post დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა იხსნება