ნატოს მინისტერიალის განცხადება: ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

Read Time:29 Second

ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ, – ნათქვამია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატოს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაშინ, როდესაც ნატო აძლიერებს თავის მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის გასზლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია ნატოს მინისტერიალის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეთრი სახლი საახალწლოდ მოირთო?ფოტოგალერეა
Next post მიხეილ სარჯველაძე – მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საზრუნავი არის არა მისი ჯანმრთელობა, არამედ მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარულ მოტივს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის