ნათია თურნავა – ჩვენ წარვადგინეთ გამარჯვებაზე ორიენტირებული მომავლის გუნდი

Read Time:45 Second

 

„ჩვენ წარვადგინეთ მომავლის გუნდი – ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდი, ეს არის გუნდი, რომელიც აჩვენებს არაჩვეულებრივ, ოპტიმალურ ნაზავს გამოცდილების, უკვე მიღწეული წარმატების და მომავლის ხედვის“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველ ოცეულს.
ნათია თურნავას თქმით, მართალია, საარჩევნო სიაში პოლიტიკისთვის ბევრი ახალი სახეა, თუმცა, ესენი არიან ადამიანები, ვინც უკვე თქვა თავისი სიტყვა პანდემიასთან ბრძოლის თუ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში.
„ეს არის გუნდი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას – ნათია თურნავას შეფასებით, მათ „ქართული ოცნების“ გუნდმა ბევრი სათქმელი არ დაუტოვა.
„ოპოზიციას ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ, რადგან ისინი ქადაგებენ წარსულზე, თავად არიან წარმოდგენილი ძირითადად ოდიოზური სახეებით, ვისაც მხოლოდ ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოს მოსახლეობისთვის და ახალი სათქმელი არაფერი აქვთ. ჩვენი გუნდი კი მთლიანად მომავალზე, განვითარებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, მოსახლეობაზე ზრუნვაზე ორიენტირებული ადამიანებისგან შედგება. ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და ახალი გუნდის შემადგენლობა სწორედ ამ ნიშნითაა შერჩეული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ გადაიდო თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა