მარტი 29, 2024
0 0
Read Time:44 Second

ასეთი ტიპის შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 5%-ი 15%-ის ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადის 5% მისცემს დამატებით ბიძგს რეგიონალურ კომპანიებს, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება, კომპანიებისთვის საქართველოში შემოსვლის დამატებით მოტივაციად უნდა იქცეს.

„ეს არის იმ ე.წ. რელოკაციის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიური სტრატეგიის შემდგომი გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯი, რაც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ და დავიწყეთ. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, შევძლოთ, რომ საქართველო კვლავაც და კიდევ უფრო მეტად განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ, როგორც მიმზიდველი პლატფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, გამოიყურება ყველაზე სტაბილურად, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო გარემოს და ეს ხდება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიებისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან“, – განაცხადა მინისტრმა.

დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე იმსჯელეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები