ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი

Read Time:44 Second

პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციისას.

მინისტრის ინფორმაციით, აქედან 290 ობიექტის ნახვა დღეს დილიდან უკვე შესაძლებელია სააუქციონო გვერდებზე, დარჩენილი ობიექტები კი უახლოეს ორ კვირაში ასევე იქნება გამოტანილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საუბარია ძალიან დივერსიფიცირებულ პაკეტზე – ეს არის 150-ზე მეტი სახელმწიფო ქონება, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით.

„პრივატიზაციის გამჭვირვალე პროცესმა, ელექტრონულმა აუქციონებმა დაიმკვიდრეს ძალიან დიდი ნდობა ბიზნესის მხრიდან და წლიდან წლამდე პრივატიზაციიდან შემოსული, ბიუჯეტში მობილიზებული თანხები იზრდება. ჩვენ სხვადასხვა დროს, გარდა რეგულარული პრივატიზაციისა, ბიზნესს ვთავაზობდით სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიას – მაგალითად, თავის დროზე ეს იყო პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელმაც კარგად იმუშავა, შემდგომ – „100 საპრივატიზებო შეთავაზება ბიზნესს“, რომელმაც კარგი ინერცია მისცა პრივატიზაციას და პანდემიურ 2020 წელს ჩვენ შევძელით რეკორდული შემოსავალი – 130 მლნ ლარზე მეტი მიგვეღო ბიუჯეტში და ელექტრონული აუქციონების რეკორდული რაოდენობა ჩაგვეტარებინა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს
Next post კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა