ნათია თურნავა: მზად ვართ, ავხსნათ, ეროვნული ინტერესებისთვის რამდენად დამაზიანებელია საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება

Read Time:36 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

„უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება – დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე: ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ
Next post თამარ გაბუნია – 29 სამედიცინო დაწესებულება არის მზად, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციისთვის მიიღოს