მარტი 29, 2024
0 0
Read Time:41 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დადებითად აფასებს საქსტატის 2021 წლის იანვარი-აგვისტოს ექსპორტის წინასწარ მონაცემებს დადებითად აფასებს.

„მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია – ღვინო, თხილი, მინერალური წყალი… ეს არის ძალიან დადებითი ტენდენცია“, – აღნიშნავს ნათია თურნავა.

საქსტატის 2021 წლის იანვარი-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა და შეადგინა 2 610.8 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი გაზრდილია 20.7 %-ით და 6 072.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის სია ასეთია: სპილენძის მადანი – 517.9 მლნ. აშშ დოლარი, მსუბუქი ავტომობილები – 293.4 მლნ. აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 265.5 მლნ. აშშ დოლარი, ღვინო – 144.7 მლნ. აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 93 მლნ. აშშ დოლარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები