ნათია თურნავა – ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტის ერთ-ერთი საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა

Read Time:1 Minute, 27 Second

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ის ფაქტორები განმარტა, რომლებმაც აპრილის თვეში ისტორიული, ნახტომისებური მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

„პირველი და უმთავრესი, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა – ბოლოდროინდელი კვლევებიც მეტყველებს, რომ როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკის, მთავრობის ნაბიჯების, ინვესტიციების განხორციელების მიმართ მეტი ნდობა, აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად, საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი და ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილურობა – დაწყებული იმ ნაბიჯებით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება, კანონი და დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და ამან ბოლოს მოიტანა ის, რომ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე რეფორმებს, რომლებიც გრძელდება და მიუხედავად პანდემიისა, არ შენელებულა. მათ შორის ნათია თურნავამ დაასახელა მსხვილი ეკონომიკური პროექტები, ასევე სახელმწიფო დახმარების პროგრამები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე განხორციელდა.

მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბოლო წელიწად ნახევარში განხორციელებული პროგრამების მიხედვით, 610 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაგენერირება მოხდა და ამას ემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული სხვა პროგრამები და პროექტები.

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ შევძელით ეკონომიკის გახსნა ტურისტებისა და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებიც არამარტო უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიის მეშვეობით აკეთებენ შენატანს ეკონომიკურ ზრდაში, არამედ, ზოგადად, ზრდიან მოთხოვნას ჩვენ ბაზარზე, რაც წაახალისებს ვაჭრობას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, კვების ინდუსტრიას და ძალიან ბევრ დარგს. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ პირველი ივნისიდან უკვე ვხსნით სახმელეთო საზღვრებს, თებერვლიდან შევძელით და გავხსენით საჰაერო საზღვრები, დავაჩქარეთ ვაქცინაცია, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები პრიორიტეტულად შედიან ვაქცინაციის სიაში და ვართ ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, არის ასევე ის ფაქტორი, რომელიც მოასწავებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ მჭედლიშვილი – სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია
Next post ეროვნული ბანკი – ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებით გამოცოცხლებამ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა განაპირობა