ნათია თურნავა – დიდი ალბათობით, ჩვენ აღმოვჩნდებით იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც ევროკავშირი მიმოსვლას პირველივე ჯერზე გახსნის

Read Time:40 Second

საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დიდი ალბათობით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდება, რომელთანაც ევროკავშირი მიმოსვლას პირველივე ჯერზე გახსნის.

მინისტრის თქმით, ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მოსახლეობა ამ მონაპოვარს უნდა გაუფრთხილდეს.

აქედან გამომდინარე, თურნავას ინფორმაციით, მთავრობამ რეგულარული ფრენების აგვისტომდე გადაწევის გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით, აღმოვჩნდებით იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც პირველივე ჯერზე ევროკავშირი მიმოსვლას გახსნის. ეს არის ჯერჯერობით პროექტი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

ჩვენ ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავწიოთ. ეს ნიშნავს, რომ მასობრივად არ გავხსნათ ყველა ფრენა, მაგრამ ჩარტერული ფრენები აქამდეც არ შეწყვეტილა. ეს იქნება კონტროლირებადი, ძალიან კარგად მართული პროცესი. იქნება ფრენის შესაძლებლობა, მაგრამ კონკრეტული მიმართულებებით, შეთანხმებით, რომელიც ეპიდემიოლოგიურად იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა თურნავამ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ ანჯაფარიძე: ვისურვებ, ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია ეღირსოს
Next post გიორგი გახარია – ყველა ვთანხმდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და აუცილებელი იყო