აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:28 Second

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ვინც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა. საპენსიო დანაზოგები, საპენსიო სქემა და ფონდი, ეს არის გაცილებით გრძელვადიანი საკითხი, საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ფუძემდებლური რეფორმა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც არ უნდა დაგვიდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები