ნათია თურნავა: აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური ინფორმაცია, რაც სამთომომპოვებელ სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება

Read Time:40 Second

 

აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. კერძოდ, მოახდენს ჩვენი მინერალური რესურსის, ჩვენი წიაღისეულის დეტალურ აღწერას. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ – ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ – დან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ – ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთანშეხვედრის შემდეგ.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში დაადასტურა რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა ტექნიკას
Next post „ევროაქტივი“ – ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მიესალმნენ ბოლოდროინდელ საარჩევნო რეფორმას, რომელიც გაფორმდა 8 მარტს, როგორც მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გასამტკიცებლად და თბილისის ნატოსა და დასავლეთთან დასაახლოვებლად