ნათია თურნავას ინფორმაციით, მარტის მეორე ნახევარში საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა

Read Time:42 Second

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის განმავლობაში საქართველოში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ზაფხულში კი ფრენების სიხშირე კვირაში 200 ფრენამდე გაიზრდება.

მისივე თქმით, ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„მთლიანობაში გვაქვს სურათი შემდეგი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე რეგულარული სამგზავრო ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში იქნება კვირაში დაახლოებით 200 ფრენა, მაშინ, როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ უკვე შვიდჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა“, – დასძინა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტები ჩამოვლენ.

„ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს, 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შემსუბუქების პირველი შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი – მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და ის ექვსი პუნქტი განვიხილოთ, რომლებიც შარლ მიშელმა ჩამოწერა
Next post ზაალ უდუმაშვილი: აქციები და მოლაპარაკებები არაფერ შუაშია ერთმანეთთან