მწვადის შეწვისას გაჩენილი ხანძრისთვის ორი სტუდენტი 13,5 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

Read Time:27 Second

იტალიაში, კომოს რეგიონში ტყეში ხანძრის გაჩენისთვის ორი სტუდენტი 13,5 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

შემთხვევა შარშან 30 დეკემბერს მოხდა. ჯარიმის ოდენობა – 13 542 000 ევრო – ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის მიერ მიყენებული ზარალის შესაბამისად დაადგინა.

ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ისინი უბრალოდ განტევების ვაცებად აქციეს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ მსხვერპლები ვართ. ჩვენ დაუყოვნებლივ შევატყობინეთ მეხანძრეებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცეცხლის ჩაქრობას ვცდილობდით“, – განუცხადა 22 წლის სტუდენტმა ადგილობრივ გამოცემა La Stampa-ს.

ხანძარმა 1000 ჰა მიწის ფართობი მოიცვა. აქედან, დამწვარი 100 ჰექტრის აღდგენა შეუძლებელი იქნება. მეხანძრეები თვითმფრინავის გამოყენებით ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩინეთში ტყუპი დედის მუცელში „ჩხუბობს“
Next post “რაც არ უნდა დიდი ცოდნა ჰქონდეს მასწავლებელს, ბავშვების სიყვარულის გარეშე ბედნიერ გაკვეთილს ვერ ჩაატარებს” – ინტერვიუ წლის საუკეთესო მასწავლებელთან