მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ლიდერი გახდა

Read Time:1 Minute, 7 Second

 

ტრანსეროვნულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა“ გლობალური მშვიდობის ინდექსის 2020 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოს 163 ქვეყანაში მშვიდობიანობის დონის 2019 წლის ვითარებას ასახავს.
ინსტიტუტმა მსოფლიო ქვეყნების მშვიდობიანობა შეაფასა 3 ძირითადი მიმართულებით:
1. მილიტარიზაცია
2. საზოგადოების დაცულობა
3. შიდა და გარე კონფლიქტები
ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში წინა წელთან შედარებით 4 საფეხურით დაწინაურდა და 95 ადგილზე „საშუალო მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსი ზედიზედ მე-7 წელს გაიმყარა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2007-2012 წლებში ზედიზედ 6 წლის მანძილზე ყოველწლიურად რეიტინგის უკანასკნელი ოცეულის მიდამოში იყო „ნაკლებადმშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსით. 2010 წლის რეპორტის მიხედვით კი საქართველოს „ძალიან არამშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსიც კი ქონდა.
2020 წლის ანგარიში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოში მოწინავეა, კერძოდ მხოლოდ საქართველომ და შრი ლანკამ მოახერხა ინდექსის დაფუძნების წლიდან, ანუ 2008 წლიდან, დღემდე 20%-ზე მეტად გაეუმჯობესებინა მშვიდობიანობის დონე. აღსანიშნავია, რომ ინდექსის 2008 წლის ანგარიში 2007 წლის მდგომარეობას მიმოიხილავდა და მასში რუსეთ საქართველოს 2008 კონფლიქტი ასახული არ არის. შესაბამისად 2007 დან 2019 წლამდე პერიოდში მშვიდობიანობის გაუმჯობესების კუთხით საქართველო მსოფლიოში ლიდერობს.
საქართველო ასევე გამორჩეულად მოწინავეა 2012 წლიდან(2013 წლის ანგარიში) მშვიდობიანობის დონისა და სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში. 2012 წლის შემდეგ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 44 ადგილით გაუმჯობესდა „ნაკლებად მშვიდობიანი“ ქვეყნის სატატუსიდან „საშუალოდ მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსამდე.
2020 წლის მშვიდობის ინდექსის მიხედვით საქართველო მშვიდობის დონით რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.
გლობალური მშვიდობის ინდექსი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის მნიშვნელოვანი საზომია.

http://visionofhumanity.org/indexes/global-peace-index/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და მუნიციპალიტეტს გადაეცა
Next post არჩილ თალაკვაძე – ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას