მსოფლიოში ცნობილი მოდის დიზაინერი პაკო რაბანი 88 ​​წლის ასაკში გარდაიცვალა

Read Time:26 Second

ამის შესახებ ინფორმაციას მოდის სახლი „Paco Rabanne”  იუწყება.

ბასკური წარმოშობის ფრანგი მოდის დიზაინერი, 88 წლის პაკო რაბანი საფრანგეთში, ბრეტანის სოფელ პორტსოლში გარდაიცვალა.

ესპანეთში დაბადებული პაკო რაბანი საფრანგეთში სამოქალაქო ომის წლებში, რესპუბლიკელების არმიის პოლკოვნიკი მეუღლის ფრანკისტების მიერ დახვრეტის შემდეგ ჩაიყვანა დედამ სხვა შვილებთან ერთად. 50-იანი წლებში პაკო რაბანი არქიტექტურის სპეციალობის დაუფლებასთან ერთად ესკიზებს ქმნიდა„დიორისთვის”,  „ჟივენშისთვის”, თანამშრომლობდა შარლ ჟურდანთან, ხოლო შემდეგ საბოლოოდ თქვას უარი არქიტექტურაზე და მუშაობდა „ჟივენშიში”, „დიორში” და „ბალენსიაგაში”.

1966 წელს კი პარიზში თავისი მოდის სახლი დააარსა. იგი ხშირად იყენებდა მეტალს, ქაღალდს, პლასტმასს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი – მიშამ უნდა ჭამოს
Next post ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს: ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ, ასეთი „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით?