მსოფლიოში ყველაზე „სევდიანი“ სპილო მოკვდა

Read Time:24 Second

ქალაქ კორდობას ესპანურ ზოოპარკში მსოფლიოში ყველაზე “სევდიანი” სპილო მოკვდა. The local-ის ინფორმაციით ცხოველი 43 წლის განმავლობაში გალიაში მარტო ცხოვრობდა.

მდედრ სპილოს, სახელად “ფლავიას” დეპრესია ტანჯავდა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. 47 წლის გიგანტური არსება ვოლიერში წაიქცა და ვეღარ ადგა. კორდობას მერიის გარემოსდაცვის სამსახურის თანამშრომლის, ამპარო პერნიჩის განცხადებით “ფლავია” მათი ულამაზესი ქალაქის სიმბოლო იყო და ის ყველას მოენატრება. წლების განმავლობაში ცხოველთადაცვის ორგანიზაციები სპილოს გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ და მისთვის ველურ ბუნებაში ადგილსაც ეძებდნენ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად “ფლავიამ” სიცოცხლის ბოლომდე ზოოპარკში იცხოვრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა
Next post 30 წუთში გარეუბნიდან თბილისის ცენტრამდე – როგორია იდეა, რომელსაც მერიას სთავაზობენ? ფოტოები