მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

Read Time:30 Second

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 31 033 397 შემთხვევა გამოვლინდა, 960 736 ადამიანი გარდაიცვალა, 21 256 938 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია – მიხეილ სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა, განსაკუთრებით იმ ხალხის გადაგდება, ვისაც უკვე მერამდენედ ჩამოსვლას დაჰპირდა, არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის
Next post ლევან რატიანი: ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის, ციფრების მატებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, არ გვყავდეს მძიმე პაციენტები