მსოფლიოს ყველაზე იაფი ქალაქები დასახელდა

Read Time:27 Second

Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს ყველაზე იაფი ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზეა ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი, რადგან კარაკასში ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, სამომხმარებლო საქონლისა და მედიკამენტების დეფიციტია.

შარშან ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს სირიის დედაქალაქი დამასკო იკავებდა, თუმცა წელს ის მეორე ადგილზეა. ყველაზე იაფი ქალაქების ხუთეულში ასევე ტაშკენტი, ალმათი და ბანგალორი მოხვდნენ.

ყველაზე იაფი ქალაქების ათეულია: კარაკასი, დამასკო, ტაშკენტი, ალმათი, ბანგალორი, კარაჩი, ლაგოსი, ბუენოს აირესი, ჩენაი და ნიუ-დელი.

ასევე მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები დასახელდა. წლევანდელი რეიტინგის ლიდერი სინგაპური გახდა. მეორე ადგილზეა პარიზი, მესამეს კი ჰონგ-კონგი იკავებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბოდიბილდერი მღვდელი, რომელიც კონკურსებშიც მონაწილეობს
Next post მიხეილ საკაშვილი – „იმედის” ჟურნალისტი და მორალი ერთმანეთთან საერთოდ რა კავშირია