მსოფლიოს ებრაული მოსახლეობა

Read Time:1 Minute, 41 Second

ებრაული დღესასწაული როშ-ა-შანას (ძველი ათვლით ახალი წელი)
წინ ებრაელთა სააგენტო „სოჰნუდმა“ ერის დემოგრაფიის შესახებ
ცნობა გამოაქვეყნა.
დღეისათვის მსოფლიოში ებრაელთა რიცხვმა 15,2 მილიონს მიაღწია
(ეს 100 ათასით მეტია ვიდრე წინა ებრაული წელთაღრიცხვის 5781
წელს).
მეორე მსოფლიო ომის წინ 1939 წელს მსოფლიოში უფრო მეტი
ებრაელი ცხოვრობდა ვიდრე დღეს (16,728 მილიონი).
ისრაელში 6,9 მილიონი ებრაელი განსახლებული. 8,3 მილიონი კი
დანარჩენ მსოფლიოში. დაახლოებით 6 მილიონი აშშ-ში.
„სოჰნუდის“ მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ებრაელად
მოხსენიებულია ყველა ის ადამიანი ვინც თავს ამ ერის
წარმომადგენლად მიიჩნევს და იუდეველია. ამას თუ დავუმატებთ იმ
ხალხს ვისაც აქვს უფლება ისრაელის მოქალაქეობის მიღებისათვის,
დაბრუნების კანონის თანახმად, მაშინ ებრაელთა რაოდენობა
თითქმის ორმაგდება და 25,3 მილიონს აღწევს (7 მილიონი ისრაელში
და 18 მილიონი დანარჩენ მსოფლიოში).
ისრაელში მსოფლიო ებრაელობის 45,3 პროცენტი ცხოვრობს.
„5781 წელი მეტად რთული იყო, ჩვენ ვცხოვრობდით გლობალური
პანდემიის პირობებში. – თქვა ებრაული სააგენტოს „სოჰნუდის“
აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელმა იაკობ ჰაგოელმა. – 10 ათასობით ახალი რეპატრიანტი

ჩამოვიდა ისრაელში. ათასობით ახალგაზრდა ებრაელი კიდევ
სხვადასხვა პროგრამით. „სოჰნუდი“ კვლავ გააგრძელებს მსოფლიო
ებრაელობასა და ებრაელთა სახელმწიფო ისრაელს შორის მყარი
სოლიდარობის გაუტეხელი ხიდის ფუნქციას.
„სოჰნუდის“ ცნობით: საფრანგეთში 446.000, კანადაში 393.000, დიდ
ბრიტანეთში 292.000, არგენტინაში 175.000, რუსეთში 150.000,
გერმანიაში 118.000, ავსტრალიაში 118.000, ბრაზილიაში 91.500,
სამხრეთ აფრიკაში 52.000, უნგრეთში 47.000, უკრაინაში 43.000,
მექსიკაში 40.000, ნიდერლანდებში 30.000, ბელგიაში 29.000, იტალიაში
27.000, შვეიცარიაშიშ 18.500, ჩილიში 16.000, ურუგვაიში 16.000,
შვედეთში 15.000, თურქეთი 14.500, ესპანეთში 13.000, ავსტრიაში
10.000, პანამაში 10.000 ებრაელი ცხოვრობს.
27 ათასამდე ებრაელი არაბულ და ისლამურ ქვეყნებში ცხოვრობს. 14
ათასამდე თურქეთში 9,5 ირანში, 2 ათასი მაროკოში, ათასამდე
ტუნისში.
ათასამდე ებრაელი შემდეგ ქვეყნებშია: არაბეთის გაერთიანებული
საემირო, არაბეთის ემირატები, ბემუდის კუნძულები, ბაჰამი,
ბაჰრეინი, ბარბადოსი, კუბა, დომენიკის რესპუბლიკა, სალვადორი,
იამაიკა, კიურასაოვირჯინიის კუნძულები, ბოლივია, სურინამი,
კვიპროსი, ეგვიპტე, მალტა, სლოვენია, ბოსნია, ალბანეთი, ჩრდილო
მაკედონია, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჟიკეთი, თურქმენეთი,
ინდონეზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი, კონგო,
ბოტსუანა, კენია, მადაგასკარი, ნამიბია, ნიგერია, ზიმბაბვე, იემენი,
სირია.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი
დემოგრაფის სერჯიო დელა პერგოლას მიერ განახლებული ცნობები
American Jewish Year Book-2021 გამოქვეყნდება.
ფოტოზე: ისრაელის პარლამენტი – ქნესეთი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: „ჯიღაურაში გვაქვს ვაზის უნიკალური კოლექცია, რომელიც ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მიერ, მსოფლიოს საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული“
Next post ნათია თურნავა – გურიაში აქტიურად გავაგრძელებთ როგორც გაზიფიცირების პროცესს, ასევე ეკო და აგროტურიზმის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს