მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა

Read Time:41 Second

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები. ამ სერვისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს.

მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს,  შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ სტატუსის დადგენისთვის არ იყო განსაზღვრული ერთი საერთო წესი და პასუხისმგებელი უწყება.

დადგენილების თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება თუ საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს ჰყავს 4 ან მეტი შვილი (ან ნაშვილები). სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი დედაც და მამაც.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს იქნება.

imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება
Next post გურამიშვილის ქუჩაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო