მოსახლეობის 72% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 4% უარს ამბობს – Survation-ის კვლევა
დღეს “რუსთავი 2” მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation “რუსთავი2-“-ის დაკვეთით უპრეცენდენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას -72%
ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 13%
50-50 – 11%
არ მივიღებ მონაწილეობას -4%
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 9075 რესპონდენტი. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება არის მინიმალური და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.
ბრიტანული კვლევითი კომპანია და “რუსთავი” 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.
Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.
ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.
გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.
კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს!
ჩვენ მომსწრე ვართ ახალი ეროვნული მოძრაობის, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს! - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში...
სოზარ სუბარი: „არა რუსულ კანონს“ ვერ იმუშავებს, იმიტომ, რომ არცერთი არგუმენტი იმის, რომ ეს არაა დემოკრატიული კანონი და რომ კანონი რუსულია, ამერიკულია, ფრანგულია ან იმ კანონის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირი იღებს, ოპოზიციას არ აქვს
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვა იმ პროცესების ლუსტრაციას მოახდენს, რომელიც...
VIDEO: „ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს დღის წესრიგი აქვთ, მათ უნდა თქვან, რომ ეს კანონი არის რუსული, „ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა და რანაირად?! როცა „ქართული ოცნების“ დროს მოხდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ასოცირების ხელშეკრულება – გიორგი ზერიკიძე
,,ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს დღის წესრიგი აქვთ, მათ უნდა თქვან, რომ ეს კანონი არის რუსული, ქართული ოცნება არის პრორუსული ძალა...
ზვიად ძიძიგური „ქართულ ოცნებას“: საერთოდ, სად მიდიხართ, რა შარში გაყავით თავი?
რა მოხდა, შეგეშინდათ აქციების და თავი გინდათ გაიმხნეოთ? - შედრკით და წონასწორობა დაკარგეთ?, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად...
VIDEO: ილია ჭავჭავაძეს ციტატა გაუყალბეთ… სარწმუნოება ერთობით რატომ შეცვალეთ? – შაკო კუჭაშვილი ამიკო ნატრიაშვილს
ილია ჭავჭავაძეს ციტატა გაუყალბეთ… სარწმუნოება ერთობით რატომ შეცვალეთ? - ასე მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს...
“არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ ოცნებას” – აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ...