მარტი 29, 2024
0 0
Read Time:33 Second

მამუკა გორგოძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით თარიღი

ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოახლოებული არჩევნების წინ ტელეკომპანია იმედის საშუალებით განცხადება გაავრცელა.

35 წლის მორაგბე მიესალმება, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და რაგბის განვითარებაზე ერთად იზრუნებენ, თუმცა თუ ასე არ მოხდა, ის მხარს ირაკლი აბუსერიძეს დაუჭერს.

“მივესალმები, თუ კანდიდატები გაერთიანდებიან და თავის გამოცდილებას ერთად მოახმარენ რაგბის განვითარებას, დაძლევენ არსებულ რეგრესს და პროგრესისკენ წავლენ. თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, მაშინ მე მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში არსებული შედეგებიდან გამომდინარე, ახალი ძალა და სისხლია საჭირო.” – აცხადებს გორგოძე.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისათვის გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ. ყრილობა, სადაც ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ, 30 იანვარს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები