მარტი 29, 2024
0 0
Read Time:54 Second
დღეს საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობს. პრინცესას ვიზიტი მიმდინარეობს, საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით, რომელიც შეიქმნა სმენადარღვეული ბავშვების რეაბიიტაცია-აბილიტაციასათვის. მისი დამფუძნებელი გახლავთ ვანო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე ქალბატონი ნანა გოთუა. ფონდი უკვე წლებია ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.
ვიზიტის ფარგლებში პრინცესამ მის მასპინძელთან – საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებთან ვანო ჩხარტიშვილთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან – მიხეილ ჩხენკელთან, ასევე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა. საპატიო სტუმართა შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და მონაკოს სამთავროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის დირექტორი იზაბელ ბონალი. დელეგაციის წევრები სპორტულ კომპლექსში მდებარე რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრნენ. მონაკოს სამთავროს სახელით, პრინცესამ სარაგბო კლუბ „თბილისს“ მიკროავტობუსი გადასცა.
ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „აი ია“- ში დასრულდა, სადაც პრინცესას მის მიმართ მადლიერების გამოსახატავად, ფონდის დამფუძნებლებისგან გადაეცა ბორდის საპატიო წევრობის სიგელი. პრინცესას აგრეთვე გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო „მადლიერების ჩიტი“, იმ საქველმოქმედო პროექტებში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც იგი ბავშვთა დაცვისა და მათი ზრუნვის პროექტებით ახორციელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები