მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

Read Time:24 Second

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, ის ასევე ეწვევა უკრაინასა და საქართველოს.

„თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი მომდევნო კვირას ევროპაში ვიზიტისთვის ემზადებიან. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ევროპული ტურნე კი ბრიუსელში დასრულდება, სადაც თავდაცვის მდივანი ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პენტაგონში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებიათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქანთარია: ძალიან არ მიხარია ადამიანურად, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, მაგრამ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და ნახოს, როგორია ციხე
Next post კახა კახიშვილი: მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ ცოცხლები იყვნენ თუ არა