მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რეგიონული განვითარების სამინისტროს 387 მლნ. ლარით დაფინანსება იგეგმება

Read Time:57 Second

2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 387 მლნ. ლარით დაფინანსება იგეგმება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე დეპუტატები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს გაეცნენ. სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და ყურადღება დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდასა და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.4% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარზე დაიგეგმა, 2023 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება იგეგმება.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2022 წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2. 844 მლნ. ლარით განისაზღვრა, საიდანაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 1.862 მლნ. ლარი, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისთვის – 463 მლნ. ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის – 380 მლნ. ლარი, მყარი ნარჩენების მართვისთვის – 50 მლნ. ლარი დაიხარჯება.

ამასთან, სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ჩასატარებელ სამუშაოებზე მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა. მან კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც კონკრეტული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, დასრულების ვადებსა და თვითმმართველობისთვის დაფინანსების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ფინანსურ ხელშეკრულებებს გაეცნენ და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – 1988 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ვინმეს თაფლი მიეღო, სააკაშვილი შიმშილობის როგორ ფორმას აირჩევს, მისი გადასაწყვეტია
Next post მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპები აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრების მიხედვით