აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:46 Second

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა, რომელიც საქართველოში ფრანგული უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისათვის, მოიძიონ სასტიპენდიო პროგრამები და ტრენინგები როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში – ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში. მინისტრის თქმით, საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, სადაც სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში, შეიძინონ ახალი ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები.

„ხარისხიან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, საუკეთესო ინვესტიციაა. მაღალი ხარისხის განათლების მიღება ცხოვრებაში უდიდესი შესაძლებლობაა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალა, მიეღოთ ხარისხიანი განათლება და კულტურათაშორისი გამოცდილება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

სტუდენტურ საგანმანათლებლო გამოფენაში „აირჩიე საფრანგეთი“ 30-მდე ფრანგულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთმა პრესტიჟულმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა: Sciences Po, the Ecole Polytechnique, the University Paris-Saclay, ასევე, საინჟინრო სკოლები, კულინარიული სკოლები, ენის ცენტრები და სხვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები