მარტი 29, 2024
0 0
Read Time:34 Second

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო, მხატვრული და ილუსტრირებული გამოცემები მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა, ასევე მოზარდებმა, რომლებიც იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ და არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში საქართველოს მასშტაბით.

„საგულისხმოა, რომ დღეს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა, რაც საქართველოში თითქმის 20 წელია განსაკუთრებულად აღინიშნება. ამავდროულად, ეს დღე საქართველოში წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის საუკეთესო ინიციატივაა.

მიხეილ ჩხენკელი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში #აჩუქეწიგნი და წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ბავშვებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა იმისათვის, რომ აიმაღლონ მოტივაცია და ჩამოუყალიბდეთ ლიტერატურული გემოვნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები