მიხეილ ყაველაშვილი: მიზანშეწონილად მიმაჩნია, გიული ალასანიას მილიონობით ღირებულების ქონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიება დაიწყოს

Read Time:33 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა კომენტარი გააკეთა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტზე, სადაც დეტალურად იყო საუბარი პატიმარ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონების შესახებ. რეპორტაჟში ნაჩვენები იყო 135 მილიონად შეფასებული სხვადასხვა სახის ქონება, რომელთა წარმომავლობა დეპუტატის განცხადებით კითხვის ნიშნებს ბადებს და აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ, როგორ გამდიდრდა სააკაშვილის დედა.

„გიული ალასანია ამბობს, 135 მილიონის ქონება მემკვიდრეობით მერგოო, რაც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ცილს გვწამებენ, ჩვენ გამდიდრებაზე საუბრობენ და თავად კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. საიდან აქვს სააკაშვილის დედას ეს უზარმაზარი ქონება? ეს კითხვები არის საზოგადოებაში, პირადად მეც მაქვს კითხვა, როგორ დააგროვა და როგორ გადაეცა მას სხვადასხვა ფართები, შენობები და ასე შემდეგ. მიზანშეწონილად მიმაჩნია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება გიული ალასანიას მილიონობით ქონების წარმომავლობის დასადგენად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: ოპოზიცია ორად ყალიბდება – პარტიები, რომლებსაც ხალხის პრობლემები ადარდებთ, და პარტიები, რომლებსაც ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლა სურთ
Next post ბადრი ჯაფარიძე – სადეპუტატო მანდატი თუ შემიწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, შესაბამისად ვიმოქმედებ