მიხეილ ყაველაშვილი: კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს

Read Time:47 Second

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ ფორუმი – „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც პანდემიის დროს სპორტის როლზე, მის მნიშვნელობაზე და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სპორტმა და სპორტსმენებმა პანდემიის პერიოდში განიცადეს.

კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნულის შესახებ ონლაინ ფორუმის მონაწილეებმა საზოგადოებას დროული აცრისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ. ამ ჩვენ მოწოდებას სრულად იზიარებენ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებული ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ მის ირგვლივ მყოფ საზოგადოების ნაწილს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა ადამიანებს იმუნიტეტის გამომუშავებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ონლაინ ფორუმზე, სადაც 500-მდე დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ,

პარასპორტსმენმა, ნინა თიბილაშვილმა, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებმა მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია: მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები
Next post ნინო ზამბახიძე-არ შე­იძ­ლე­ბა დე­დამ გა­ი­გოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მისი შვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი არაა წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თავი მშობ­ლე­ბის ად­გი­ლას !