მარტი 29, 2024
0 0
Read Time:36 Second

კითხვები კითხვებად დარჩა. გავიმეორებთ კიდევაც, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერ დაუშვებენ ორმაგ სტანდარტს და როდესაც არსებობს კითხვები საქართველოს პარლამენტის წევრისა და მოქალაქეების მხრიდან, მათ სათანადო პასუხები სჭირდება და არა „მოარული და დეზინფორმაციაზე აგებული ჭორები“.

„თავად მისი რეპლიკიდან ვისესხებ – არა ეს მოარული და დეზინფორმაციაზე აგებული ჭორები. როდესაც საქმე ეხება შენი ქვეყნის ღირსებას, უსაფრთხოებას, მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, აქ ნამდვილად ვერ გავჩერდებით. ის კითხვები კითხვებად დარჩა. გავიმეორებთ კიდევაც“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კელი დეგნანთან ინტერვიუს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ შეფასება მოჰყვა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ შეკითხვებს დიპლომატმა ისევ არ უპასუხა და ინტერვიუს დროს ცდილობდა, სიმართლისთვის თავი აერიდებინა. მათივე თქმით, დიპლომატის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს ომში ჩართვისკენ საქართველოსთვის არასდროს მოუწოდებია, სიმართლეს არ შეესაბამება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები