მიხეილ სარჯველაძე – ხშირ შემთხვევაში ინციდენტები გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალებისგან, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, წამახალისებელი აღმოჩნდეს პროვოკაციებისთვის

Read Time:1 Minute, 0 Second

ინციდენტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროვოკაციების გამრავლებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, უმჯობესია, მეტი აქცენტი გაკეთდეს განცხადების იმ ნაწიზლე, სადაც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებელობაზეა საუბარი.

„მგონია, რომ ეს ინციდენტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს და ასეთ ფონზე ამერიკის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროცოკაციების გამრავლებისთვის, ეს მართლაც ძალიან ცუდი იქნებოდა. დიდი იმედი მაქვს, ეს ამგვარად არ იქნება გამოყენებული, თუმცა კი, შეიძლება, რეალურად ქმნიდეს ამის ნიადაგს იმ დესტრუქციული ძალებისთვის, ვინც განწყობილია ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად. უმჯობესია, რომ მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა განცხადების ბოლო აბზაცზე, რომელშიც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებელობაზეა საუბარი, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნებისმიერი სახის კონფლიქტის პროვოცირებას. ამერიკის საელჩოს განცხადება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, როგორი განწყობა ან სურვილებიც არ უნდა იყოს ამ განცხადების ავტორთა მხრიდან, საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, შეიძლება, ბოროტად იყოს გამოყენებული არაერთი დესტრუქციულად განწყობილი ძალის მხრიდან. ეს არის რისკი, რომელიც ამ განცხადებას შეიძლება, ახლდეს და ეს სამწუხარო რეალობაა. შესაბამისად, უმჯობესია, ყველამ, მათ შორის მედიამ, აქცენტი გავაკეთოთ ბოლო აბზაცზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ძალადობაზე ლაპარაკობს ნიკა მელია – „ნაცმოძრაობამ“ ძალადობით ათასობით ადამიანს სიცოცხლე მოუსპო
Next post Reuters: ევროპის წამლის სააგენტო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის შესაძლო გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს