მიხეილ სარჯველაძე: იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ ყოველგვარი სპეკულაცია გამოირიცხოს

Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურს მისამართით რამე საყვედური, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის კუთხით, არ არსებობს.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რა ფორმატით იმუშავებენ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია

„ამ მონაცემებით, საფუძველს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ რამე ბრალდება იყოს წაყენებული, ან რამე საყვედური ითქვას პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ყველა სტანდარტი და უფლება, რაც არის მოქმედი კანონდებლობით და თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული, დაცულია და რამე საპირისპიროს დასაბუთების საფუძველი ობიექტურად არ მოიპოვება. შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფო ნიჟარაძე შვილთან – ელის მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა
Next post ეროვნულმა არქივმა სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებ სპეციალური გვერდი შექმნა