მარტი 28, 2024
0 0
Read Time:54 Second

თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შეიძლება იყოს საკმარისი პირობა ახალი არჩევნების ჩასატარებლად, არამედ საჭიროა შესაბამისი დასაბუთება.

„როგორც არ უნდა ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, საკითხი საკმაოდ მარტივია. ორი მხარე ვერ თანხმდება იმის თაობაზე, არჩევნები კარგად ჩატარდა, თუ ცუდად. კარგსა და ცუდში მოიაზრება ის, განხორციელდა თუ არა გავლენა საბოლოო შედეგზე. ერთი მხარე ამბობს, რომ გავლენა იქონია, მეორეს საპირისპიროს საუბრობს. ასეთ დროს როგორ შეიძლება, პრობლემა გადაიჭრას? ძალიან მარტივად, ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. თუ ეს ვერ დასაბუთდება და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მხოლოდ სუბიექტური აღქმების დონეზე იქნება, ასეთ პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება გამართლებული არ არის. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ შეიძლება იზიარებდეს ასეთ მოთხოვნას და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავდეს. თუ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს საკმარისი პირობა შეიძლება იყოს ახალი არჩევნების ჩატარებისთვის? ამას სჭირდება ახსნა და დასაბუთება, ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით?“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები