აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 17 Second
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
 
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება უფრო პრიორიტეტულია.
 
სააკაშვილის თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.
 
„ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. რატომ? მაგალითად, თავის დროზე მარტივილის კანიონის ტერიტორიაზე იყო ჰიდროელექტროსადგური. როდესაც ჩავედი, ვნახე ამხელა ტურისტული პოტენციალი, დავაცლევინე ჰიდროელექტროსადგური, გავაუქმებინე, მოვაშორებინე და კოვიდამდე იქ ჩადიოდა 350 000 ტურისტი წელიწადში. ბევრად მეტი შემოსავალი აქვს ხალხს, ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ჰესი დაასაქმებდა. აქ, უკრაინაში ზუსტად ნამახვანის ხელა ჰესს აშენებდნენ დნესტრის ხეობაში, ეს არის ძალიან ლამაზი კანიონი, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით. ოდესის გუბერნატორი როცა ვიყავი, ჩემი პარტიიდან გავაკეთე ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზება, ჩავედით და გავაჩერებინეთ ამ უზარმაზარი ჰესის მშენებლობა. დღეს ყველა იქ მცხოვრები მადლობელია, რადგან ვითარდება ტურიზმი, აშენდა სასტუმროები, ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და აღარ არიან წასასვლელი მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ.ზუსტად ასეთივე ულამაზესია ჩვენი ბუნება, არ შეიძლება მისი ხელის ხლება. ეს არის იმხელა საგანძური, რომ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, არსებობს ენერგიის წარმოების ბევრი სხვა საშუალება, ქარის ტურბინები, მზის ენერგია, უამრავი სხვა რაღაცა. ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარმწუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები