მიხეილ სააკაშვილი: ჩემს პატიმრობაზე რომ ნეგატიური რეაქციაა ცივილურ სამყაროში, ხოლო პოზიტიური მხოლოდ კრემლში და “ოცნებაში”, ეს თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს

Read Time:35 Second

ჩემს პატიმრობაზე რომ ნეგატიური რეაქციაა ცივილურ სამყაროში, ხოლო პოზიტიური მხოლოდ კრემლში და “ოცნებაში”, ეს თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ნორვეგიაში გამართულ ცერემონიალს გამოეხმაურა, სადაც ის დემოკრატიის პრიზით დაჯილდოვდა.

„ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს“,- წერს სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე: გუშინ პარლამენტში 50-ნი რომ ვყოფილიყავით, გუბაზ სანიკიძეზე ძალადობას ვერ გაბედავდნენ
Next post ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს წერილით მიმართავს