მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 2 Second

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნოს.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პროკურორის პოსტს დაიკავებს. “2020NEWS”-ის ინფორმატორის ცნობით, ზელენსკისა და სააკაშვილს შორის კონსულტაციები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილისნაირი ადამიანების დახმარება ყველას სჭირდება.

“ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება“,- აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, კითხვაზე, დასჭირდება თუ არა უშუალოდ მას სააკაშვილის დახმარება, ზელენსკი პასუხობს: “მე არ ვვაჭრობ პოსტებით“. აღსანიშნავია ისიც, რომ ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ, უკრაინულ ტელეარხზე ჩართვისას მან განაცხადა, რომ იგი უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩავა უკრაინაში.

ცნობსათვის, 2015 წლის 13 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას დაევალა უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა. ხოლო 2015 წლის 30 მაისს, უკრაინაში, დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად. მოგვიანებით, პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადააყენა.

2016 წლის 9 ნოემბერს მან პოსტი დატოვა და უკრაინის ოპოზიციაში წავიდა.

ოპოზიციონერი სააკაშვილი პოროშენკომ 2018 წლის 12 თებერვალს დააკავა და მოგვიანებით ქვეყნიდან გააძევა და უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

წყარო:2020NEWS

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები