აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:29 Second

ჩვენი მიზანია, უსწრაფესად შევხვდეთ ყველა ბიზნესს, ყველა ასოციაციას და დღევანდელი დღე იყო დასაწყისი ამ შეხვედრების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალმა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დაუშვილის განმარტებით, შეხვედრების მიზანია, გაეცნოს ბიზნესის პრობლემებს.

“მიზანია, გავიგოთ ბიზნესის პრობლემების შინაარსი, მოვძებნოთ გადაწყვეტის გზები და შემდგომ მაქსიმალურად სწრაფად, შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებთან ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემები.

ჩვენი გეგმაა, რომ თუ სადმე რამე პრობლემა ჭიანურდება ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ეს დავაჩქაროთ და დავეხმაროთ ბიზნესს, რომ ბიზნესპროცესი ჰქონდეს გამართული და იმუშაონ ეფექტურად”, – განაცხადა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები