მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 1 Second

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატის კანონპროექტს ეხმიანება, რომლითაც დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვენ.

ეკა ბესელიას განმარტებით, პროექტი დაფუძნებულია კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2025 წლამდე შეუძლია, რომ უვადოდ დანიშვნა არ გამოიყენოს და მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა. მისი განცხადებით, ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას შეაჩერებს, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

“კონსტიტუციაში არის მხოლოდ ერთი გამონაკლისი დაშვებული გარდამავალი ნორმის სახით, რომელიც იძლევა საშუალებას პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე არ დაინიშნოს უვადოდ და დაინიშნოს სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ამ პირობებში, ვფიქრობ, რომ ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ და დასძინა, რომ ეს კანონპროექტი უპირველეს ყოვლისა სწორედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები