“მის გარეშე ძალიან მიჭირს – ტყუილია, რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო” – ზუკა ხუციშვილი მამაზე

Read Time:54 Second

მომღერალი ზუკა ხუციშვილი, მამის, გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩის გახსნის საქმეში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას უხდის.

ის მამას  კიდევ ერთხელ იხსენებს. ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალი არ არის და გიოს გარეშე ცხოვრება დღემდე ძალიან უჭირს.

“გიოს დიდი  ტვირთი და პასუხისმგებლობა ჰქონდა. მე ჩემთვის ცალკე ვაკეთებდი საქმეს მაგრამ, მაინც ყველაფერში მისი იმედი მქონდა. ვიცოდი რაც უნდა მომხდარიყო ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა  და არაფრის მეშინოდა. ცივ ნიავს არ მოგაკარებს ისეთი მამა იყო. მის გარეშე ძალიან მიჭირს. ტყუილია, რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო. დრო უბრალოდ გაჩვევს ტკივილს, რომელსაც ვერასდროს გააყუჩებ. გიოზე ლაპარაკი და მისი ქება ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ვიტყვი რომ ყველა მხრივ ძალიან დიდი ადამიანი იყო. საზოგადოება მას მხოლოდ ქალაქური მუსიკით იცნობდა. მე კი გეტყვით, რომ გიოს არა მხოლოდ მუსიკაში აქვს უამრავი რამ გავლილი, ის აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, წყალბურთს თამაშობდა, სამთავრობო სტრუქტურაშიც მუშაობდა, ასევე სპორტის სასახლის დირექტორიც იყო. უამრავი რამ მახსენდება, ყველაფერს ერთად ვერ ჩამოვთვლი. ერთი სიტყვით, მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. ახლახან მისი სახელობის ქუჩაც გაიხსნა, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების დამაკავშირებელია. ამაზე მოპალარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობდა და მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო მინდა მადლობა გადავუხადო”, – ამბობს ზუკა ხუციშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – 32 პარტიას 1000 კაცი ჰყავდა გამოყვანილი, რა ძალის დემონსტრირებაზე ლაპარაკობთ?! ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში, არანაირ კონტრაქციაზე არ არის საუბარი
Next post „სამტრედია“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა