მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

Read Time:41 Second

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი“ გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა ლატვიისა და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მიგრაციის ევროპული ქსელის ლატვიის ეროვნული საკონტაქტო პირის ერთობლივი ორგანიზებით.

მიგრაციის ევროპულმა ქსელმა შეიმუშავა და მუდმივად აახლებს ყოვლისმომცველ ლექსიკონს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის ძირითად ცნებებს. ლექსიკონი ქართულ ენაზე თარგმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველყოფას, სადაც ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირების, აკადემიური წრეებისა და მიგრაციის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენების კუთხით.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ქსელის ტერმინების არსი და მათი მნიშვნელობა, როგორც ევროკავშირისთვის, ისე მის ფარგლებს მიღმა.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ეს ხალხი ისევ დაატრიალებს ცოდვის და სისხლის კალოს, რითაც იყვნენ დაკავებული, ოღონდ ახლა უფრო გაშმაგებული და ენერგიული იქნებიან
Next post რატი ბრეგაძე: უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მოქალაქეობის აღდგენა პრეზიდენტის პრეროგატივაა