მარტი 29, 2024
0 0
Read Time:24 Second

თიანეთში პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის” ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ერთ-ერთ ავტომობილს ამოწმებდნენ.

ამ მომენტში, გზად დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მყოფ პოლიციელებს დაეჯახა, შედეგად კი 35 წლის პოლიციელი, ლერი მათურელი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულის სახით დაკავებულია 1974 წელს დაბადებული მძღოლი – ზ.ბ, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა. დანაშაული 6-იდან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები